ილია თოფურია, ჩარლზ ოლივეირა
Aa
Aa

„ილია ძალიან მაგარია, მსუბუქ წონაში უფრო ძლიერი იქნება“ | მერაბის მწვრთნელის კომენტარი

მერაბ დვალიშვილის მწვრთნელმა, ჯონ ვუდმა ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას ჩხუბთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა. ვუდმა საკუთარი პროგნოზი შემოგვთავაზა და „ელ მატადორის“ გამარჯვება ივარაუდა.

„ილიასკენ ვიხრები. ოლივეირა ფანტასტიკური მებრძოლია, მაგრამ ასაკშია შესული. მისი რეგრესი ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ილია ძალიან მაგარია და თან, საუბარია ბიჭზე, რომელმაც წონითი დივიზიონი შეიცვალა.

ექნება თუ არა პრობლემები ილიას ოლივეირას გაბარიტების გამო? ჩემი აზრით, წონითი დივიზიონის შეცვლასთან ერთად, თოფურია უფრო ძლიერი გახდება და ვფიქრობ, საჭირო უნარები აქვს, რათა ოლივეირას თეიქდაუნებს გაუმკლავდეს. გვინახავს მომენტები, როდესაც ჩარლზს მტკივნეულ დარტყმებს აყენებენ და ვფიქრობ, როდესაც ოქტაგონზე ილიას წინააღმდეგ ხარ და ის შეგეხო, შენთვის ყველაფერი დასრულებულია“.

შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და ოლივეირას ორთაბრძოლა ლას ვეგასში გაიმართება და 28 ივნისს (თბილისის დროით, 29 ივნისს) ჩანიშნული UFC 317-ის მთავარი მოვლენა იქნება. ბუკმეკერების აზრით, თოფურია გამოკვეთილი ფავორიტია და სენსაცია თუ არ მოხდა, „ელ მატადორი“ ჩემპიონი გახდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„სუპერ ფეხბურთელია“ | ფინალის წინ, დემბელემ კვარაზე ისაუბრა
„სუპერ ფეხბურთელია“ | ფინალის წინ, დემბელემ კვარაზე ისაუბრა