ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე
Aa
Aa

„სუპერ ფეხბურთელია“ | ფინალის წინ, დემბელემ კვარაზე ისაუბრა

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელებმა, უსმან დემბელემ და მარკინიოსმა ფინალისწინა პრესკონფერენცია გამართეს. დემბელეს ერთ-ერთი შეკითხვა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დაუსვეს და უსმანმა ქართველი გარემარბი შეაქო.

„რა არის ჩვენი სტრატეგია ხვალინდელი მატჩისთვის? პრესკონფერენციაზე ამ თემაზე საუბარს არ ვაპირებთ. კვარაცხელიას რაც შეეხება, ხვიჩა სუპერ ფეხბურთელია. ის გუნდთან ძალიან კარგად ადაპტირდა და ეს პროცესი მარტივი არაა, როდესაც საუბარი პარი სენ-ჟერმენს ეხება.

კვარაცხელია უდიდესი ტალანტის მქონე ფეხბურთელია. ის საქმეს სერიოზულად უდგება და ყველაფერს სწრაფად იგებს. ხვიჩა გუნდში გულთბილად მივიღეთ. ხვალინდელ შეხვედრაში, ემოციების გაკონტროლება უმნიშვნელოვანესი იქნება, რადგან ჩემპიონთა ლიგის ფინალს ყოველთვის განსაკუთრებული აღფრთოვანება ახლავს“.

შეგახსენებთ, რომ ფინალი 31 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. ცნობილი სტატისტიკური პორტალი, Opta მიიჩნევს, რომ ტურნირის გამარჯვებული პსჟ გახდება. ლუის ენრიკეს გუნდის გაჩემპიონების შანსი 53,6%-ია. რაც შეეხება „ინტერს“, იტალიური კლუბის გამარჯვების შანსი 46,4%-ს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩას კარგად ვიცნობთ“ | ფინალის წინ, ლაუტაროს კვარაზე ჰკითხეს
„ხვიჩას კარგად ვიცნობთ“ | ფინალის წინ, ლაუტაროს კვარაზე ჰკითხეს