ჯონ ჯონსი
Aa
Aa

ჯონსისთვის ქამრის ჩამორთმევის მოთხოვნით შექმნილ პეტიციას, 155 000-ზე მეტი ხელმოწერა აქვს

რამდენიმე დღის წინ,  პორტალ Change.org-ზე პეტიცია შეიქმნა, რომლის მოთხოვნაა მძიმე წონაში UFC-ის ლეგენდარული ჩემპიონის, ჯონ ჯონსისთვის ტიტულის ჩამორთმევა იმის გამო, რომ ის ტომ ასპინალთან ჩხუბს თავს არიდებს და დივიზიონს აყოვნებს.

ამ დროისთვის პეტიციას ხელს მთელი მსოფლიოდან 155,373 ადამიანი აწერს ხელს.

შეგახსენებთ, რომ ასპინალი ჯონსს თვეებია იწვევს და მასთან ჩხუბის სურვილი საჯაროდ რამდენჯერმე გამოთქვა. „ბოუნსი“ მძიმე წონითი დივიზიონის მოქმედი ჩემპიონია, ასპინალი კი დროებით საჩემპიონო ქამარს ფლობს და ის დაიცვა კიდეც. 

გეტყვით ასევე, რომ ჯონსს ბოლო ჩხუბი 17 ნოემბერს UFC 309-ზე ჰქონდა და მან სტიპე მიოჩიჩი ნოკაუტით დაამარცხა. ამ გამარჯვებით, მან საკუთარი დაუმარცხებელი სერია 20-მდე გაზარდა. 

ამერიკელი გახდა მეოთხე ჩემპიონი, რომელმაც ორ წონით კატეგორიაში ერთხელ მაინც დაიცვა ტიტულები.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პიოტრ იანი მარკუს მაკგისთან იჩხუბებს
პიოტრ იანი მარკუს მაკგისთან იჩხუბებს