გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ლამაზი შესრულება | მიქაუტაძემ გაიტანა, ლიონმა მალიორკას 4:0 მოუგო

გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ ახალი სეზონისთვის ემზადება. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა და „მალიორკას“ დაუპირისპირდა. „ლიონმა“ ესპანურ გუნდს შანსი არ დაუტოვა და 4:0 მოიგო.

მიქაუტაძემ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 72 წუთი გაატარა. ქართველმა თავდამსხმელმა გოლიც გაიტანა და მე-20 წუთზე ანგარიში 2:0 გახადა. გიორგის მანამდე ერთი მომენტი ჰქონდა, თუმცა მეკარემ აუღო, მეოთხე გოლი კი მის აქტიურობას მოჰყვა. მიქაუტაძემ ზედიზედ მეორე ამხანაგურ თამაშში შეაგდო და „მალიორკამდე“ „ჰამბურგის“ კარი აიღო.

მიქაუტაძის გარდა, „ლიონის“ რიგებში თავი აბნერ ვინისიუსმა გამოიჩინა. ბრაზილიელმა მე-15 წუთზე საკუთარი გუნდი დააწინაურა, 29-ზე კი დუბლი მიითვალა. „ლიონის“ მეოთხე გოლის ავტორი ხალის მერა გახლავთ.

ცნობისთვის, ახალი სეზონის დაწყებამდე, „ლიონს“ კიდევ ორი ამხანაგური შეხვედრა ელის. 2 აგვისტოს, ფრანგული კლუბი „ბაიერნს“ დაუპირისპირდება, 9-ში კი „ხეტაფეს“ შეხვდება. „ლიონი“ სეზონს 16 აგვისტოს, „ლანსთან“ მატჩით ხსნის.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ბრწყინვალე სეივი ჰქონდა“ | როგორ გამოეხმაურა მერსისაიდული პრესა მამარდას თამაშს
„ბრწყინვალე სეივი ჰქონდა“ | როგორ გამოეხმაურა მერსისაიდული პრესა მამარდას თამაშს