გიორგი წიტაიშვილი, გიორგი აბუაშვილი
Aa
Aa

წიტაიშვილმა მეკარეს ვერ გაუგო, აბუაშვილი ცვლილებაზე შევიდა | მეცის გამარჯვება

გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცი“ 2025/26 წლების სეზონისთვის ემზადება. „მეცმა“ ამხანაგური შეხვედრა გამართა და საფრანგეთის რანგით მეოთხე დივიზიონის წარმომადგენელს, „თიონვილს“ დაუპირისპირდა.

მატჩი განსხვავებული ფორმატით გაიმართა და გუნდებმა სამი, 45-წუთიანი ტაიმი ჩაატარეს. „მეცმა“ პირველი ტაიმი 0:1 წააგო. 90 წუთის გასვლის შემდეგ, ქართველების გუნდი 1:3-ს აგებდა, ბოლო ტაიმში კი 4 გოლი გაიტანა და 5:3 მოიგო.

წიტაიშვილმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 64 წუთი გაატარა. „თიონვილის“ პირველი გოლი „წიტას“ შეცდომას მოჰყვა. გიორგიმ და „მეცის“ მეკარემ ერთმანეთს ვერ გაუგეს, რის შემდეგაც ქართველ ფეხბურთელს ავტოგოლი ჩაეწერა. აბუაშვილი მოედანზე 71-ე წუთზე გამოჩნდა და საგოლე მოქმედება არ ჰქონია.

ცნობისთვის, „მეცი“ მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 2 აგვისტოს გამართავს და „ტრუას“ დაუპირისპირდება. ბოლო გავარჯიშება კი „ჰოფენჰაიმთან“ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ქართველი ტანკი“ | პორტუგალიურმა გამოცემამ ქოჩორაშვილს სტატია მიუძღვნა
„ქართველი ტანკი“ | პორტუგალიურმა გამოცემამ ქოჩორაშვილს სტატია მიუძღვნა