მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

განახლებული რეიტინგი - დვალიშვილის წონაში ორი პირველი ნომერია

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის განახლებულ რეიტინგში უმარ ნურმაგომედოვი პირველ პოზიციაზე აღმოჩნდა. რუსმა მებრძოლმა, რომელმაც კარიერაში ერთადერთი მარცხი მერაბ დვალიშვილთან დაპირისპირებაში იწვნია, მეორე პოზიციიდან პირველზე გადაინაცვლა და, შონ ომალის მსგავსად, ნომერ პირველი კონტენდერი გახდა. მარკუს მაკგის დამარცხების მიუხედავად, უცვლელი დარჩა პიოტრ იანის პოზიციები - ის კვლავ მესამეა.

სუპერმსუბუქი წონის რეიტინგის პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: შონ ომალი, უმარ ნურმაგომედოვი, პიოტრ იანი, კორი სენდჰეგენი, სონგ იადონგი.

რაც შეეხება სხვა წონით დივიზიონებს, მსუბუქი წონის რეიტინგებში ერთი საფეხურით წაიწია წინ მაქს ჰოლოუეიმ (3), რომელმაც ჩარლზ ოლივეირას გადაასწრო. მსუბუქი წონის პირველი ნომერი ფორმალურად კვლავ ისლამ მახაჩევია, მეორე პოზიციაზე კი არმან ცარუკიანი იმყოფება. ხუთეულში რჩება ჯასტინ გეიჯიც, რომელიც შესაძლოა ილია თოფურიას მომდევნო მეტოქე იყოს.

საშუალო წონაში 8 პოზიციით გაიუმჯობესა რეიტინგი რეინიე დე რიდერმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ექსჩემპიონი რობერტ უიტაკერი დაამარცხა. დე რიდერი ამჟამად მე-5 პოზიციაზეა, რომან დოლიძე კი მე-9 ადგილზე დაქვეითდა.

საშუალო წონის რეიტინგის პირველი ხუთეული ასეთია: ნასურდინ იმავოვი, შონ სტრიკლენდი, ხამზატ ჩიმაევი, ისრაელ ადესანია, რეინიე დე რიდერი.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„P4P რეიტინგში პირველ ადგილს არ იმსახურებს“ | მალიხინმა თოფურიაზე ისაუბრა
„P4P რეიტინგში პირველ ადგილს არ იმსახურებს“ | მალიხინმა თოფურიაზე ისაუბრა