ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, დენიელ კორმიე
Aa
Aa

„მეშინოდა, რომ ილიასთან ჩხუბს არ მოისურვებდა“ - კორმიე მახაჩევზე

UFC-ის კომენტატორმა, ქვემძიმე და მძიმე წონების ყოფილმა ჩემპიონმა, დენიელ კორმიემ ისლამ მახაჩევისა და ილია თოფურიას პოტენციურ ბრძოლაზე ისაუბრა.

რა თქვა კორმიემ:

„მიხარია, რომ ისლამი თოფურიასთან ბრძოლის შესაძლებლობას განიხილავს. მეშინოდა, რომ ის არ მოისურვებდა ილიასთან ჩხუბს იმის გამო, რაც ხაბიბ ნურმაგომედოვისა და კონორ მაკგრეგორის შემთხვევაში მოხდა. არ ვიცი, რამდენად ავლებს ის ამ პარალელს, მაგრამ მაშინ მოსამზადებელ „კემპში“ ჩვენ ყველანი ვიყავით და იმან, რაც კონორმა ხაბიბის მამაზე და მათ რელიგიაზე თქვა, ძალიან გაგვაბრაზა. არ ვიცი, როგორ მოიქცევა ილია თოფურია, მაგრამ მაშინ დაძაბულობა პიკს აღწევდა“.

შეგახსენებთ, რომ ნოემბერში ისლამ მახაჩევმა ქვესაშუალო წონაში სადებიუტო ჩხუბი უნდა გამართოს. მისი მეტოქე ამ წონის ჩემპიონი ჯეკ დელა მადალენა იქნება, რომელიც ჩემპიონის ტიტულს პირველად დაიცავს.

ილია თოფურიას არაერთხელ უთქვამს, რომ ისლამ მახაჩევთან ბრძოლა და სამი წონის ჩემპიონობა სურს. თავის მხრივ, UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა განაცხადა, რომ თუ მახაჩევი დელა მადალენას დაამარცხებს, გულშემატკივრები ისლამისა და ილიას „სუპერბრძოლას“ იხილავენ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ილია მას გადაუვლის“ - მასვიდალი თოფურიასა და გეიჯის პოტენციურ ჩხუბზე
„ილია მას გადაუვლის“ - მასვიდალი თოფურიასა და გეიჯის პოტენციურ ჩხუბზე