ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, ანატოლი მალიხინი
Aa
Aa

„P4P რეიტინგში პირველ ადგილს არ იმსახურებს“ | მალიხინმა თოფურიაზე ისაუბრა

MMA-ის ქართველი მოყვარულები ანატოლი მალიხინს კარგად იცნობენ. ის One Championship-ში ასპარეზობს, ორი წონითი დივიზიონის ჩემპიონია და მერაბ დვალიშვილთან სანაძლეო აქვს წაგებული. მალიხინმა და „მანქანამ“ პიოტრ იანისა და ალჯამეინ სტერლინგის ჩხუბზე დადეს სანაძლეო და „ალჯოს“ გამარჯვების წყალობით, მერაბმა მას 50 000 აშშ დოლარი მოუგო.

ამჯერად, მალიხინი ჩვენი ყურადღების ცენტრში ილია თოფურიაზე გაკეთებული განცხადების გამო მოექცა. 37 წლის მებრძოლმა „ელ მატადორზე“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ თოფურია UFC-ის Pound for Pound რეიტინგში პირველ ადგილს არ უნდა იკავებდეს.

„ილია პირველ ადგილზეა და ისლამი მეორეზე?! ხუმრობთ?! რა თქმა უნდა, თოფურია ცუდი მებრძოლი არაა, თუმცა ხალხს ისეთი გზა გაუვლია...(მახაჩევს გულისხმობს) ილია პირველ ადგილზე არ უნდა იყოს.“

შეგახსენებთ, რომ თოფურიამ Pound for Pound რეიტინგის პირველი ადგილი ჩარლზ ოლივეირას დანოკაუტების შემდეგ დაისაკუთრა. „ელ მატადორმა“ მახაჩევის 602-დღიანი დომინაცია დაასრულა და დაღესტნელ მებრძოლს ლიდერობა ჩამოართვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილია მას გადაუვლის“ - მასვიდალი თოფურიასა და გეიჯის პოტენციურ ჩხუბზე
„ილია მას გადაუვლის“ - მასვიდალი თოფურიასა და გეიჯის პოტენციურ ჩხუბზე