ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, ხორხე მასვიდალი
Aa
Aa

„ილია მას გადაუვლის“ - მასვიდალი თოფურიასა და გეიჯის პოტენციურ ჩხუბზე

UFC-ის ქვესაშუალო წონის მებრძოლმა, ხორხე მასვიდალმა ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯს შორის პოტენციურ ჩხუბზე ილაპარაკა.

CasinoHawks-თან ინტერვიუში, ვეტერანმა მებრძოლმა თქვა, რომ „ელ მატადორთან“ გეიჯი უბრალოდ განადგურდება.

„ჯასტინ გეიჯი? ილია მას გადაუვლის. არ გააკეთო ეს, ჯასტინ! ვიცი, რომ Bud Light-ის მოყვარული ყველა ამერიკელი აღმერთებს გეიჯის. მაგრამ, ძმაო, ამ ბიჭისგან ისეთ ცემას მიიღებ, გამოხვალ იქიდან კიდევ უფრო დიდი ტვინის შერყევით, ვიდრე ადრე. ჰომერ სიმპსონს დაემსგავსები. ვფიქრობ, ეს საშინელი ჩხუბი იქნება გეიჯისთვის“, - თქვა მასვიდალმა.

მისივე თქმით, ის ილიასთვის უფრო შესაფერის მეტოქედ არმან ცარუკიანს მიიჩნევს.

„მე ბევრს ვვარჯიშობ არმანთან და ვიცი მისი სტილი. ვფიქრობ, ის კარგ ჩხუბს აჩვენებს ილიას. არმანს შეუძლია დგომში ჩხუბი, ფიზიკურად უფრო დიდია და აქვს საჭირო სიჩქარე“, - თქვა მასვიდალმა.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ 29 ივნისს ჩარლზ ოლივეირა დაანოკაუტა და მსუბუქი წონის ჩემპიონის ვაკანტურ ქამარს დაეუფლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დიდების დარბაზში აუცილებლად შევა“ | დუ პლესი თოფურიას აქებს
„დიდების დარბაზში აუცილებლად შევა“ | დუ პლესი თოფურიას აქებს