„ამაზრზენად იქცეოდა და მეზიზღებოდა“ - კირიოსმა ნადალზე ისაუბრა
ნიკ კირიოსი იმ ჩოგბურთელთა კატეგორიას განეკუთვნება, რომლებიც გულშემატკივარს კორტზე უფრო მეტად, კორტს მიღმა ამახსოვრებენ თავს. 30 წლის ავსტრალიელი უზომოდ ნიჭიერია, თუმცა განსაკუთრებული წარმატებებისთვის არ მიუღწევია, რასაც უმრავლესობა მის სიზარმაცესა და ცხოვრების არაორდინალურ სტილს აბრალებს. სამაგიეროდ, მუდამ საინტერესოა კირიოსის კომენტარი და ამჯერადაც ასეთ შემთხვევასთან გვქონდა საქმე, როდესაც მას რაფაელ ნადალის შესახებ სთხოვეს აზრის გამოთქმა.
ნიკ კირიოსი
ნადალს დასანახად ვერ ვიტანდი. როდესაც რაფას კორტზე, ან მის მიღმა ვხედავდი, უდიდეს სიძულვილს ვგრძნობდი და მეზიზღებოდა, რის გამოც მის წინააღმდეგ სათამაშოდ განსაკუთრებული მოტივაციით გავდიოდი. შიგნით მუდამ მქონდა რაღაც ბრაზი, რაც მაიძულებდა მაქსიმუმი გამეღო.
მინდოდა მეჩვენებინა ყველასთვის, რომ წარმატების მიღწევა გართობისა და სიმშვიდის შენარჩუნების პარალელურადაც შემეძლო. ასეთი ბრაზი და სიძულვილი, რაც რაფას დანახვის დროს მეუფლებოდა, არც ნოვაკ ჯოკოვიჩის და არც როჯერ ფედერერის წინააღმდეგ დაპირისპირებების დროს არ მქონია.
ის, რასაც ნადალი თამაშების დროს აკეთებდა, მე „საჩოგბურთო ავადმყოფობას“ დავარქმევდი. მისი ზოგიერთი ჟესტი ჩემთვის ამაზრზენი იყო. მეზიზღებოდა ყველა ის ჩოგბურთელი, რომლებიც პირველ და მეორე ჩაწოდებას შორის დროს აჭიანურებდა, რაფა კი სწორედ ამის ოსტატი იყო.
ცნობისათვის, კარიერის მანძილზე რაფაელ ნადალი ნიკ კირიოსსს 9-ჯერ დაუპირისპირდა, საიდანაც მეტოქე ექვს შემთხვევაში დაამარცხა.