მამარდას პირველი სრული მატჩი | ლივერპულმა იოკოჰამას მოუგო
გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულმა“ ამხანაგურ მატჩში „იოკოჰამა“ დაამარცხა (1:3), ქართველმა მეკარემ კი მატჩი სრულად ჩაატარა და ერთ ეპიზოდში „მერსისაიდელები“ გაშვებულ გოლს გადაარჩინა.
მატჩის წინ ცნობილი გახდა, რომ „ლივერპულის“ პირველი ნომერი ალისონ ბეკერი პირადი მიზეზების გამო ბრაზილიაში გაემგზავრა, ხოლო „წითლების“ კარს პირველივე წუთებიდან გიორგი მამარდაშვილი დაიცავდა.
გიორგის კართან პირველი სახიფათო მომენტი 39-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც ქართველმა მეკარემ ქვედა მარცხენა კუთხეში დარტყმული ბურთი მოიგერია.
მიუხედავად ამისა, კარის მშრალად შენახვა მეორე ტაიმში მამარდამ ვერ შეძლო, თუმცა გაშვებულ გოლში მისი დადანაშაულება არ შეიძლება.
მატჩის გოლები
მომდევნო მატჩს „ლივერპული“ 4 აგვისტოს „ბილბაოს“ წინააღმდეგ გამართავს - გუნდები თბილისის დროით 20:00 და 23:00 საათზე ორ სპარინგს გამართავენ.