გურამ კაშია, ლუკა გადრანი, გიორგი ზარია
Aa
Aa

ზარია და გადრანი VS კაშია | ქაირათმა ჩემპიონთა ლიგაზე 0:2-დან მოიგო

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახეთის ჩემპიონმა „ქაირათმა’’ საპასუხო მატჩში ფინურ კუპს-ს 3:0 მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა. პირველ შეხვედრაში ფინურმა გუნდმა შინ 2:0 გაიმარჯვა, თუმცა მეორე მატჩში „ქაირათმა’’ საქმე პირველივე ტაიმში შეასრულა, 33-წუთიან მონაკვეთში 3 გოლი გაიტანა და ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, რაც ნიშნავს რომ გუნდმა როგორც მინიმუმ ევროპა ლიგის ფლეი-ოფსა და კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში გაინაღდა.

სამწუხაროდ, საპასუხო მატჩში „ქაირათის’’ ქართველ ფეხბურთელებს არ უთამაშიათ, ლუკა გადრანი მატჩის ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე იჯდა, გიორგი ზარიამ  თადარიგში ყოფნისას წითელი ბარათი მიიღო (მეტოქის ფეხბურთელებთან კამათის გამო) და ჩემპიონთა ლიგის შემდეგ მატჩს გამოტოვებს. 

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ქაირათი’’ გურამ კაშიას „სლოვანს’’ დაუპირისპირდება. „სლოვანმა’’ შინ „ზრინსკის’’ 4:0 მოუგო. საპასუხო მატჩი 2:2 დასრულდა და შემდეგ ეტაპზე ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი გავიდა. გურამ კაშიამ ორივე მატჩი სასტარტოში შეუცვლელად ჩაატარა. „ქაირათის'' მსგავსად კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში „სლოვანმაც'' გაინაღდა, თუმცა ვინ იცის, შესაძლოა ევროპა ლიგის ან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპებზე მოხვდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები