ილია თოფურია, არმან ცარუკიანი, მაიკლ ბისპინგი
Aa
Aa

„ცარუკიანი სერიოზული საფრთხეა“ | ბისპინგმა ილიას მოუწოდა არმანთან იჩხუბოს

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, მაიკლ ბისპინგმა ილია თოფურიაზე ისაუბრა. ინგლისელმა „ელ მატადორს“ მოუწოდა, არმან ცარუკიანს ეჩხუბოს და განაცხადა, რომ სომეხი მებრძოლი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

„არმან ცარუკიანი ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის სერიოზული საფრთხეა. ის შესანიშნავი მებრძოლია. ბევრ ადამიანს ვიცნობ, ვინც ცარუკიანს აკნინებს, რადგან ისლამ მახაჩევთან ჩხუბს ბოლო წამს ჩაეხსნა. ლოგიკურია, რომ ამის გამო კრიტიკას იღებს, თუმცა არმანი ძალიან, ძალიან ძლიერი მებრძოლია და ყველა კომპონენტში გამოირჩევა.

ცარუკიანს კარგი სტრაიკინგი, ჭიდაობა და კარდიო აქვს. ძალითაც გამოირჩევა და ჯერ კიდევ ახალგაზრდაა - კარიერის პიკში იმყოფება და ნამდვილი მონსტრია. თოფურიამ თქვა, რომ მასთან ჩხუბი არ სურს, რის შემდეგაც არმანმა რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა, რომლებშიც იხვებია გამოსახული. ცარუკიანი ტომ ასპინალის ქმედებებს იმეორებს. გახსოვთ ასპინალისა და ჯონ ჯონსის საგა? ახლა ამ ისტორიის ახალი ვერსია გვაქვს — თოფურია ცარუკიანის წინააღმდეგ. არმანმა დააანონსა, რომ ნახევარ მილიონ დოლარს ჩამოვა და, თუ წააგებს, თანხას ილიას გადაუხდის. მოკლედ, ყველაფერს აკეთებს, რომ ბრძოლა გაიმართოს.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ილია ფსიქოლოგიური უპირატესობის მოპოვებას ცდილობს, მაგრამ ფაქტია — ამით კარგი შთაბეჭდილება არ იქმნება. როცა ჩემპიონი ხარ, ქამრის მთავარ პრეტენდენტთან უნდა იბრძოლო. ყველაფერი ასე მარტივადაა.“

ცნობისთვის, ცარუკიანმა UFC-ში ბოლო ბრძოლა 2024 წლის აპრილში ჩარლზ ოლივეირასთან ჩაატარა და ბრაზილიელი მოწინააღმდეგე მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა. ახლახან ილიამ განაცხადა, რომ არ სურს, მისი მომდევნო მეტოქე არმანი იყოს და ურჩევნია, ქამარი ვაკანტური გახადოს, ვიდრე მას ეჩხუბოს. რაც შეეხება ჯონსს, „ბოუნსმა“ ასპინალთან არ იჩხუბა და კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ბრწყინვალე სეივი ჰქონდა“ | როგორ გამოეხმაურა მერსისაიდული პრესა მამარდას თამაშს
„ბრწყინვალე სეივი ჰქონდა“ | როგორ გამოეხმაურა მერსისაიდული პრესა მამარდას თამაშს