„ბრწყინვალე სეივი ჰქონდა“ | როგორ გამოეხმაურა მერსისაიდული პრესა მამარდას თამაშს
გიორგი მამარდაშვილმა „ლივერპულის“ მაისურით პირველი სრული მატჩი ჩაატარა. ქართველმა მეკარემ „იოკოჰამა მარინოსის“ წინააღმდეგ ითამაშა. „წითლებმა“ ამხანაგურ შეხვედრაში 3:1 იმარჯვეს, ხოლო მატჩის დასრულების შემდეგ, უცხოურმა პრესამ მამარდაშვილის თამაში შეაფასა.
Sports Illustrated: „მილანთან წაგებული მატჩის ბოლოს კოსტას ციმიკასთან მომხდარი გაუგებრობის მსგავსი ეპიზოდი ნისან სთედიუმზე მამარდაშვილს არ ჰქონია. პირველ ტაიმში ბრწყინვალე სეივი შეასრულა, ხოლო გაშვებული გოლის დროს უძლური იყო.“
Liverpoolecho: „პირველი ტაიმის ბოლოს გიორგი მამარდაშვილმა შესანიშნავი სეივი შეასრულა. სწორი გადაცემებით თანაგუნდელებს უპირატესობა რამდენჯერმე მიანიჭა. მისი მარცხენა ფეხი მართლაც გამოსადეგია.“
Liverpoolworld: „ბურთს კარგად იყენებდა და პირველი ტაიმის ბოლოს ეფექტური სეივი მიითვალა. იოკოჰამას გოლის დროს უშანსოდ იყო და მთლიანობაში სხვა საქმე თითქმის არ ჰქონია.“
Liverpool.com: „ალისონმა პირადი მიზეზების გამო ვერ ითამაშა. გიორგი მამარდაშვილს კი იმდენად ცოტა საქმე ჰქონდა, გეპატიებათ ბრაზილიელის არყოფნა თუ ვერ შენიშნეთ. პირველ ტაიმში მოიგერია ბურთი, რომლის აღებაც მისგან მოსალოდნელია, ხოლო გოლის ეპიზოდში ვერაფერს გააკეთებდა.“
შეგახსენებთ, რომ „ლივერპულმა“ აზიური ტურნე ამ მატჩით დაასრულა. გუნდი სამშობლოში ბრუნდება და 4 აგვისტოს, „ბილბაოსთან“ ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.