ფეხბურთელი იცნო და გადაიფიქრა - ვალენსიას გმირობა
ცნობილი ფეხბურთელები, განსაკუთრებით ისეთ პატარა და ღარიბ ქვეყნებში, როგორიც ეკვადორია, თითოეული ადამიანისთვის მისაბაძ პიროვნებებად ითვლებიან და მათი საქციელი და თუ სიტყვა ნებისმიერისთვის ბევრის მთქმელია. ამის დასტური გახლდათ კიტოში მომხდარი ინციდენტი, რომლის მონაწილე და საბოლოო ჯამში გმირიც ანტონიო ვალენსია გახდა.
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ფეხბურთელი მანქანით მიდიოდა, როდესაც ხიდზე მდგარი ადამიანი დაინახა, რომელიც თავის მოკვლას აპირებდა და რა თქმა უნდა, მაშინვე ავტომობილი გააჩერა და მისი გადარჩენა სცადა. ბუნებრივია, ვალენსია ამ პიროვნებამ იცნო და მასთან საუბარს დათანხმდა, რის შემდეგაც ვეტერანმაც ფეხბურთელმა მისი გადარწმუნება შეძლო, სუიციდისკენ მიდრეკილ ადამიანს ოჯახის წევრებთან დაარეკინა და იქაურობა არ დაუტოვებია, სანამ ინციდენტი მშვიდობიანად არ ამოიწურა.
ანტონიო ვალენსიას კარიერის საუკეთესო პერიოდი „მანჩესტერ იუნაიტედში“ აქვს გატარებული, რომლის ღირსებასაც 2009-2019 წლებში იცავდა და ორჯერ პრემიერ ლიგა, ორჯერ ქვეყნის ლიგის თასი, სამჯერ ინგლისის სუპერ თასი, თითოჯერ კი ასოციაციის თასი და ევროპა ლიგა მოიგო.