ალვარესის აგენტს პირადად უთხრეს: ხულიანი არც ბარსაში გადავა და არც რეალში
როგორც მოგეხსენებათ, ბარსელონა აქტიურად ცდილობს ხულიან ალვარესის გადაბირებას. ბლაუგრანაში გადასვლა არგენტინელ თავდამსხმელსაც სურს, თუმცა ყველაფერს მისი კონტრაქტი და ატლეტიკოს პოზიცია ართულებს.
შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, კომენტარი როხიბლანკოს დირექტორმა მიგელ ანხელ ხილ მარინმა განაცხადა, რომ ალვარესი არც ბარსელონაში გადავა და არც რეალში.
ჟურნალისტ რუბენ უარის თქმით. ხილ მარინი ფიქრობს, რომ ბარსელონამ ასეთი მცდელობით ატლეტიკო დაამცირა. ამის გამო, მარინმა ეს საკითხი პირადულად მიიღო და ატლეტიკოს იმიჯის დასაცავად ალვარესის აგენტს ფერნარდო იდალგოს პირდაპირ განუცხადა, რომ ხულიანი არც ბარსელონაში და არც რეალში არ გადავა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ხულიან ალვარესის ბარსელონაში გადასვლის საკითხი ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემაა.
მსოფლიო ჩემპიონატის დროს, ალვარესმა ღიად დააფიქსირა, რომ როხიბლანკოს დატოვება და ბლაუგრანაში გადაბარგება სურს, თუმცა ჯერჯერობით ეს არ ხერხდება. არგენტინელს მადრიდულ გუნდთან კონტრაქტი 2030 წლამდე აკავშირებს.
❗️NEW: Miguel Angel Marin (Atletico Madrid CEO) took it as a personal mission to guarantee that Julian Alvarez will not sign for Barcelona or Real Madrid.
— Barça Universal (@BarcaUniversal) August 3, 2026
He considers that Barça and Madrid have laughed publicly at Atleti, and will not sell Julian to either of them.
Julian will… pic.twitter.com/836EhFFMwR