ლიონელ მესი
Aa
Aa

მესის ქველმოქმედება - ტყის ხანძრებით დაზარალებულ მადრიდის რეგიონს დაეხმარა

არგენტინის ნაკრებისა და „ინტერ მაიამის“ კაპიტანი, ლიონელ მესი ესპანეთში ტყის ხანძრებით დაზარალებულ რეგიონების რეაბილიტაციის პროცესში ჩაერთო.

მადრიდის შემოგარენში მდებარე სიერა-ოესტე-დე-მადრიდის მუნიციპალიტეტი არგენტინელი ფეხბურთელისგან 80 000 ევროს მიიღებს - ინფორმაცია მადრიდის რეგიონის პრეზიდენტმა, ისაბელ დიას აიუსომ დაადასტურა.

„ლეო მესიმ სიერა-ოესტე-დე-მადრიდის რეაბილიტაციისთვის 80 000 ევრო გაიღო, რისთვისაც მას მადლობას ვუხდით. მინდა ვუთხრა, რომ მადრიდელები მოუთმენლად ელოდებიან მას, რათა დააჯილდოვონ ისეთი აპლოდისმენტებით, რომლებსაც ის იმსახურებს“, - განაცხადა ისაბელ დიას აიუსომ.

სიერა-ოესტე-დე-მადრიდის მუნიციპალიტეტი ესპანეთის დედაქალაქიდან ერთი საათის სავალ გზაზე მდებარეობს. რეგიონში ტყის ხანძრების გამო 60 000-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა, სრულად განადგურებულია 43 სახლი, კიდევ 300-ს კი ძლიერი ზიანი მიადგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მესიმ მსაჯს ისე შეხედა, მან ყვითელი მომცა“ | ტომას მიულერმა წარსული გაიხსენა
„მესიმ მსაჯს ისე შეხედა, მან ყვითელი მომცა“ | ტომას მიულერმა წარსული გაიხსენა