ნოვაკ ჯოკოვიჩი
Aa
Aa

სეტი 4 გეიმამდე 6-ის ნაცვლად - ნოვაკ ჯოკოვიჩის ინიციატივა

სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი ჩოგბურთის წესებში ცვლილების შეტანის ინიციატივით გამოდის. ჯოკოვიჩის აზრით, სეტის ხანგრძლივობა 6-დან 4 მოგებულ გეიმამდე უნდა შემცირდეს.

„რა არის ჩოგბურთთან დაკავშირებული ახალი ინიციატივა, რომელსაც შემოვიღებდი? ქულების დაგროვების ფორმატს შევცვლიდი. სეტი არა 6 გეიმამდე, არამედ 4 გეიმამდე უნდა თამაშდებოდეს.

ასევე, შეიძლება „უპირატესობის“ გაუქმება და ოქროს ქულის შემოღება. მატჩი 3 სეტის მოგებამდე იყოს და 2 საათზე მეტს არ გაგრძელდეს. ეს ყველასათვის საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა“.

ცნობისთვის, ასეთი სისტემა Next Gen ATP Finals-ის ტურნირზე გამოიყენება, რომელშიც 21 წლამდე ასაკის ჩოგბურთელები მონაწილეობენ. ამ ტურნირზე სეტები 4 გეიმის მოგებამდე გრძელდება, თანაბარი ანგარიშის შემთხვევაში „ოქროს ქულის“ წესი მოქმედებს, რის შედეგადაც მატჩები უფრო მალე სრულდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მე-5 დიდი სლემი კარიერაში - სინერმა უიმბლდონის ფინალში ზვერევი დაამარცხა
მე-5 დიდი სლემი კარიერაში - სინერმა უიმბლდონის ფინალში ზვერევი დაამარცხა