პროგრესი თამაშის გარეშე - ალკარასი პოზიციებს იბრუნებს
კარლოს ალკარასს აპრილის შემდეგ არ უთამაშია, თუმცა მიუხედავად ამისა, დიდი სლემის ტურნირების შვიდგზის ჩემპიონმა ATP-ის რეიტინგში მეორე ადგილი დაიბრუნა. საქმე იმაში გახლავთ, რომ განახლებულ რეიტინგში წინა წლის კანადის მასტერსზე დაგროვებული ქულები წლევანდელი ტურნირის დაწყებამდე ჩამოწერეს, რის გამოც ალექსანდრ ზვერევს, რომელიც აქამდე მეორე პოზიციაზე იმყოფებოდა, 360 ქულა მოაკლდა და ესპანელმა მას 40 ქულით გაუსწრო.
უკვე ცნობილია, რომ ალკარასი დაბრუნებას ცინცინატის მასტერსისთვის გეგმავს, რომელიც 11-დან 23 აგვისტომდე გაიმართება. აქვე გეტყვით, რომ ესპანელი ამ ტურნირის მოქმედი ჩემპიონია და შარშან ფინალში ყველაზე პრინციპული მეტოქე იანიკ სინერი დაამარცხა, რაც იმას ნიშნავს, რომ კარლოსს ქულები ექნება დასაცავი.
შეგახსენებთ, რომ კარლოს ალკარასს კარიერის განმავლობაში როგორც როლან გაროსი (2024, 2025), ასევე უიმბლდონი (2023, 2024) და ამერიკის ღია პირველობა (2023, 2025) ორჯერ აქვს მოგებული, ერთხელ კი ავსტრალიის ღია პირველობაზე (2026) გაიმარჯვა.