ანდრეა სტრამაჩიონი
Aa
Aa

ორი გოგონა სიკვდილს გადაარჩინა - ინტერის ყოფილი მწვრთნელის გმირობა

დიდი ხანია ფეხბურთის გულშემატკივარს ანდრეა სტრამაჩიონის შესახებ არაფერი შეუტყვია, რადგან როგორც მწვრთნელმა მან სპორტის უპირველეს სახეობაში თავის დამკვიდრება და მაღალი შედეგების ჩვენება ვერ მოახერხა. სამაგიეროდ, „ინტერის“ ყოფილმა დამრიგებელმა რამდენიმე დღის წინ ერთი კეთილი საქმე გააკეთა, უფრო სწორად გმირობა ჩაიდინა. კერძოდ, მან ერთ-ერთ მაშველს დახმარება გაუწია და 17 და 19 წლის გოგონა ზღვაში დახრჩობას გადაარჩინა.

ანდრეა სტრამაჩიონი

ცოლ-შვილთან ერთად პლაჟზე ქოლგის ქვეშ ვიწექი და ვისვენებდი, როდესაც რაღაც მომენტში ხალხმა ნაპირთან შეკრება დაიწყო. ერთ-ერთი მაშველი წყალში იყო ჩასული და ყურადღების მისაქცევად უსტვენდა. ის ორი გოგონას გადარჩენას ცდილობდა, რომლებიც ხელებს იქნევდნენ. ამ დროს მაშინვე წყალში შევედი და მათი დახმარება ვცადე - სერიოზული საშიშროება ვიგრძენი, რადგან ერთი მაშველი მარტო მათ გადარჩენას ვერ შეძლებდა.

მე არც გმირი ვარ და არც გიჟი. პირიქით, გარკვეულ მომენტში თავადაც გამიჭირდა, მაგრამ როგორც ადამიანმა, რომელსაც იმ მომენტისთვის საკმარისი ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობები გააჩნდა, თავი ვალდებულად ვიგრძენი მემოქმედა და ახალგაზრდებს დავხმარებოდი.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ზღვა აბობოქრებული იყო. აქ პლაჟი ორ კლდოვან კონცხთან მთავრდება, სადაც ყველაზე დიდი ტალღები იკრიბება და როდესაც ისინი ამ ადგილას იშლება, უფრო ძლიერი ხდება. გოგონები თითქმის იმ ადგილას იყვნენ და იძირებოდნენ. წყალში ჩასულს მაშველმა, რომელიც ჟილეტის გარეშე იყო დარჩენილი, დამიძახა, რომ ერთ გოგონასთან მე მივსულიყავი, ხოლო მეორესთან თავად მივიდოდა და საქმის გაყოფამ მოქმედება გაგვიადვილა.

როგორცკი გოგონა ნაპირთან გავიყვანე, მაშინვე მაშველისა და მეორე გოგონას დასახმარებლად დავბრუნდი. საშინელი სიტუაცია დამხვდა - ორივე შოკში იყო, გოგონა შიშისგან, ხოლო მაშველი იმის გამო, რომ საკუთარი საქმის შესრულებას ვერ ახერხებდა. იმ მომენტში მხოლოდ ერთი გამოსავალი დამრჩა - გოგონა კლდეებს შორის ყურეში რასაც ქვია ჩავაგდე, რათა არ დამხრჩვალიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ტალღებს ვერ გავუმკლავდებოდით. საბოლოოდ ცხელ გულზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ გაამართლა და მოზარდი ზემოთ ამოვიყვანეთ. ამ ყველაფრის დროს ფეხები და ხელები დამიზიანდა, ხალხმა თოკი მოისროლა, რასაც მოვეჭიდე და ზევით ავედი. სწორედ ნაპირზე გავიგე, რომ გოგონა სიკვდილს გადაურჩა.

შეგახსენებთ, რომ ანდრეა სტრამაჩიონი „ინტერს“ 2012 წლის 26 მარტიდან 2013 წლის 24 მაისამდე ხელმძღვანელობდა და ამ პერიოდის მანძილზე გუნდმა 65 მატჩიდან 31 მოიგო, 11 ფრედ დაასრულა და 23-ჯერ დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
სტრამაჩიონი: „ასეთ კვარას და ნაპოლის ვერ შეაჩერებენ“
სტრამაჩიონი: „ასეთ კვარას და ნაპოლის ვერ შეაჩერებენ“