სამუელ ეტოო, ჯონათან დევიდი
Aa
Aa

„ჩემი კერპი ინტერის ლეგენდაა“ – იუვეს ახალწვეულის ხმაურიანი კომენტარი

„იუვენტუსსა“ და „ინტერს“ რომ განსაკუთრებული საფეხბურთო ქიშპობა აქვთ, ამის შესახებ გულშემატკივარმა ყველაფერი კარგად იცის. „ბებერი ქალბატონისა“ და ნერიაძურის მტრობა განსაკუთრებით კალჩოპოლის სახელწოდებით ცნობილი სკანდალის დროს გამძაფრდა, როდესაც ტურინელებისთვის ჩამორთმეული სკუდეტოები შავ-ლურჯებს გადასცეს.

სავარაუდოდ ამის შესახებ ბიანკონერიში „ლილიდან“ გადასულმა კანადელმა შემტევმა ჯონათან დევიდმა ყველაფერი კარგად იცოდა, თუმცა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე მაინც არ დამალა, რომ მისი კერპი არა „იუვეს“ რომელიმე ყოფილი მოთამაშე, არამედ „ინტერის“ ლეგენდა იყო.

ჯონათან დევიდი

„იუვენტუსის“ ისტორიის შესახებ ყველაფერი კარგად მომეხსენება და ვიცი, რომ აქ ისეთი დიდებული ფეხბურთელები თამაშობდნენ, როგორებიც კრიშტიანუ რონალდუ, პაულო დიბალა და დავიდ ტრეზეგე იყვნენ. თუმცა, ბავშვობაში ჩემი კერპი ყოველთვის სამუელ ეტოო გახლდათ, რომელიც იქიდან გამომდინარე, რომ „ინტერის“ ლეგენდა იყო, „ბებერი სინიორას“ ქომაგებს ალბათ არ უყვართ, თუმცა სიმართლის დამალვას მაინც არ ვაპირებ.

ცნობისათვის, პროფესიულ დონეზე ჯონათან დევიდის პირველი კლუბი „გენტი“ იყო, სადაც გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად თამაშობდა. „ლილში“ კი 2020 წლიდან ასპარეზობდა და ამ ხნის მანძილზე 232 მატჩში 109 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კორუფცია და მუქარა - სამუელ ეტო'ოს ბრალი ედება, FIFA-მ გამოძიება დაიწყო
კორუფცია და მუქარა - სამუელ ეტო'ოს ბრალი ედება, FIFA-მ გამოძიება დაიწყო