კრიშტიანუ რონალდუ, ბლეზ მატუიდი
Aa
Aa

„ღამის 2 საათზე ვარჯიში დაიწყო“ - უცნობი ისტორია კრიშტიანუზე

კრიშტიანუ რონალდუ საკუთარი საქმის პროფესიონალი და დისციპლინის მოყვარული რომ არის, ამის თაობაზე ყველამ ყველაფერი კარგად იცის, რადგან პორტუგალიელის როგორც ყოფილი, ასევე ამჟამინდელი თანაგუნდელები მისი საქმისადმი მიდგომით დღემდე აღფრთოვანებულები არიან. მათ რიგებს მიეკუთვნება ბლეზ მატუიდი - ფრანგი ნახევარმცველი რონალდუსთან ერთად „იუვენტუსში“ ასპარეზობდა და მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეზე საინტერესო ისტორია გაიხსენა:

„რონალდუს მთელი მსოფლიო კარგად იცნობს და გამიჭირდება მასზე რაიმე ახლის თქმა, თუმცა არსებობს ისტორია, რომლის შესახებაც არავის ეცოდინება. „იუვენტუსში“ თამაშისას, როდესაც სტუმრად ჩატარებული ურთულესი მატჩის შემდეგ ტურინში დავბრუნდით, კრიშტიანუმ ღამის ორ საათზე მეჰდი ბენატია დაითანხმა და ტრენაჟორების დარბაზში წაიყვანა, სადაც გათენებამდე ვარჯიშობდა. ამის თაობაზე ბენატიამ მომიყვა და გაოცებისგან პირი ღია დამრჩა“.

ცნობისათვის, კრიშტიანუ რონალდუ ტურინის „იუვენტუსის“ ღირსებას 2018-2021 წლებში იცავდა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 134 შეხვედრაში თავი 101 გოლით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
საიდუმლო ვარჯიშები, კამათი აბრამოვიჩთან და ქველმოქმედება - უცნობი ფაქტები ჟოზე მოურინიოზე
საიდუმლო ვარჯიშები, კამათი აბრამოვიჩთან და ქველმოქმედება - უცნობი ფაქტები ჟოზე მოურინიოზე