ბრუნო გიმარაეში
Aa
Aa

ფინალური ზარის მოლოდინშია | ბრუნო გიმარაეში არსენალში გადასვლასთან ახლოსაა

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ბრუნო გიმარაეში ლონდონის „არსენალში“ ტრანსფერთან ძალიან ახლოსაა. ბრაზილიელი ნახევარმცველი ახლა მხოლოდ საბოლოო დასტურს ელოდება, რათა ლონდონში გაფრინდეს, სამედიცინო შემოწმება გაიაროს და ახალ გუნდს დროულად შეუერთდეს.

ამჟამად „არსენალისა“ და „ნიუკასლის“ წარმომადგენლები პირდაპირ კონტაქტზე არიან, რათა გარიგების ბოლო დეტალები შეათანხმონ და მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპზე გადავიდნენ.

შეგახსენებთ, რომ ბრუნოს ევროპული კარიერა 2020 წელს დაიწყო, როდესაც ფრანგულმა „ლიონმა“ ის „ატლეტიკო პარანაენსედან“ 20 მილიონ ევროდ დაიმატა. 2022 წლის იანვარში კი ბრაზილიელი 40 მილიონი ფუნტ სტერლინგის სანაცვლოდ „კაჭკაჭების“ რიგებში გადაბარგდა. მას შემდეგ გიმარაეშმა პრემიერლიგაში ჩატარებულ 153 მატჩში 30 გოლი გაიტანა და 25 საგოლე გადაცემა მიითვალა.

2025/26 წლების სეზონში ის „ნიუკასლის“ საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

transfermarkt-ი ბრუნოს 70 მილიონ ევროდ აფასებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები