ვენუს უილიამსი
Aa
Aa

2004 წლის შემდეგ, ვენუს უილიამსი WTA-ს მატჩის ყველაზე ხანდაზმული გამარჯვებულია

ვენუს უილიამსი პროფესიულ ტურში ტრიუმფალურად დაბრუნდა. 45 წლის ამერიკელმა ჩოგბურთელმა 16-თვიანი პაუზის შემდეგ, ვაშინგტონის ტურნირის პირველი წრე მოიგო. 

უფროსი უილიამსი მსოფლიოს 35-ე ჩოგანს, პეიტონ სტირნსს დაუპირისპირდა და ანგარიშით 6:3, 6:4 მოუგო. 

დიდი სლემის ტურნირების 7-გზის გამარჯვებული ვენუსი 2004 წლის შემდეგ, ყველაზე ხანდაზმული მოთამაშე გახდა, რომელმაც WTA-ს ტურში მოგება შეძლო. 

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის აგვისტოს შემდეგ, ეს უილიამსის პირველი გამარჯვებაა. მაშინ  მან ციცინატში ვერონიკა კუდერმეტოვა დაამარცხა.

გეტყვით ასევე, რომ Citi Open-ზე, ვენუსის მომდევნო მეტოქე მაგდალენა ფრეხი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
უიმბლდონის კვალიფიკაცია - ბოლქვაძე ნახევარფინალში დამარცხდა
უიმბლდონის კვალიფიკაცია - ბოლქვაძე ნახევარფინალში დამარცხდა