ზედიზედ მეორედ: საბალენკა US Open-ის გამარჯვებულია
არინა საბალენკა აშშ-ის ღია პირველობის ორგზის გამარჯვებულია. 27 წლის ბელარუსმა ფინალში მსოფლიოს მე-9 ჩოგანი ამანდა ანისიმოვა დაამარცხა. საბალენკამ პირველი სეტი 6:3 მოიგო, მეორე სეტი ტაი ბრეიკამდე ივიდა და საბალენკას გამარჯვებით 7:6 დასრულდა.
სერენა უილიამსის შემდგ საბალენკა პირველ ქალი ჩოგბურთელია, რომელმაც US Open-ი ზედიზედ ორჯერ მოიგო. ასევე აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტი, საბალენკა 5 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს, რაც ქალთა ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი ფულადი პრიზია.