იგა შვიონტეკი
Aa
Aa

ანისიმოვა გაანადგურა | შვიონტეკი უიმბლდონის გამარჯვებულია

იგა შვიონტეკი უიმბლდონის გამარჯვებულია - ფინალში, რომელიც მხოლოდ 58 წუთს გაგრძელდა, პოლონელმა ჩოგბურთელმა მსოფლიოს მე-12 ჩოგანი, ამერიკელი ამანდა ანისიმოვა გაანადგურა (6:0, 6:0). 

ღია ერაში „დიდი სლემის“ ტურნირის ფინალი ასეთი ანგარიშით მხოლოდ ერთ ქალ ჩოგბურთელს აქვს მოგებული - ეს 1998 წლის „როლან გაროსის“ ფინალში შტეფი გრაფმა შეძლო, მისი მეტოქე კი ნატაშა ზვერევა იყო.

24 წლის იგა შვიონტეკი 2002 წლის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა ქალია ჩოგბურთელია, რომელსაც დიდი სლემის ტურნირი სამივე საფარზე აქვს მოგებული (როლან გაროსი - 2020, 2022, 2023, 2024; აშშ-ის ღია პირველობა - 2022).

ეს პოლონელი ჩოგბურთელისთვის „დიდი სლემის“ მეექვსე ტიტულია. ამასთან მას „დიდი სლემის“ არც ერთი ფინალი არ აქვს წაგებული - ექვსივე პირველი ფინალი იგას გარდა მხოლოდ მარგარეტ კორტს და მონიკა სელეშს აქვთ მოგებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საბალენკას ისევ აკრიტიკებენ | მიზეზი წაგების შემდეგ გაკეთებული განცხადებაა
საბალენკას ისევ აკრიტიკებენ | მიზეზი წაგების შემდეგ გაკეთებული განცხადებაა