მარკეტა ვონდროუშოვა US Open-ს ჩაეხსნა
მარკეტა ვონდროუშოვა ამერიკის ღია პირველობას ჩაეხსნა. ამის მიზეზი ჩეხი ჩოგბურთელის ტრავმა გახდა.
მეოთხედფინალში მარკეტას არინა საბალენკას წინააღმდეგ უნდა ეთამაშა.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ ვონდროუშოვამ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი დაწერა.
„ჩემთვის მძიმეა იმასთან შეგუება, რომ კორტზე ტრავმის გამო ვერ გავალ, რომელიც ბოლო მატჩში მივიღე, ყველას მადლობა სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის“, - დაწერა მარკეტამ.
შეგახსენებთ, რომ საბალენკას მომდევნო მეტოქე ამერიკელი ჯესიკა პეგულა იქნება.