კარლოს ალკარასი, იანიკ სინერი, კოკო გაუფი
Aa
Aa

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩოგბურთელები მსოფლიოში | Forbes-ის რეიტინგი

Forbes-მა 2024 წელს, მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩოგბურთელების სია გამოაქვეყნა.

სიის ლიდერის მსოფლიოს მეორე ჩოგანი, კარლოს ალკარასია, რომელიც რეიტინგის სათავეში უკვე ზედიზედ მეორედ მოხვდა.

დიდი სლემის ტურნირების 5-გზის გამარჯვებულმა ესპანელმა ჩოგბურთელმა 48,3 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

მეორე ადგილზე ალკარასის მთავარი მეტოქე, იტალიელი იანიკ სინერია. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა 47,3 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

რეიტინგში მესამე ადგილს, 37,2 მილიონი დოლარით, ამერიკელი კოკო გაუფი იკავებს.

მომდევნო 7 ადგილი ასე გადანაწილდა:

4. ნოვაკ ჯოკოვიჩი - 29,6 მილიონი დოლარი
5. არინა საბალენკა - 27,4 მილიონი დოლარი
6. ჩჟენ ცინვენი - 26,1 მილიონი დოლარი
7. იგა შვენტეკი - 24 მილიონი დოლარი
8. ტეილორ ფრიცი - 15,6 მილიონი დოლარი
9. ფრენსის ტიაფუ - 15,2 მილიონი დოლარი
10. დანილ მედვედევი - 14,3 მილიონი დოლარი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალკარასმა ცინცინატის მასტერსი მოიგო
ალკარასმა ცინცინატის მასტერსი მოიგო