კარგი სტარტი | ბასილაშვილი უმაგის ტურნირის მერვედფინალშია
ნიკოლოზ ბასილაშვილი ხორვატიაში იმყოფება და უმაგის 250-იან ტურნირზე ასპარეზობს. 1/16-ფინალში ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიოს 85-ე ჩოგანს, რობერტო კარბალიეს ბაენას დაუპირისპირდა და მეტოქე ორ სეტში დაამარცხა.
პირველი პარტიის სტარტი თანაბარი იყო - 1:1-ზე ბასილაშვილმა ბრეიკპოინტი გამოიყენა, თუმცა კარბალიეს ბაენამ უკუბრეიკით უპასუხა. 2:2-ზე ნიკოლოზმა მეტოქის მოწოდება კიდევ ერთხელ აიღო, 5:3-ზე კი მესამე ბრეიკპოინტი გამოიყენა - 6:3.
ბასილაშვილმა მეორე სეტი დომინანტურად დაიწყო. ქართველმა ჩოგბურთელმა საწყისი 6 გეიმიდან 5 მოიგო და სოლიდური უპირატესობა მოიპოვა. კარბალიეს ბაენმა ბოლომდე იბრძოლა, ოთხი მატჩბოლი მოიგერია და ანგარიში 4:5 გახადა, თანაც მოწოდება ჰქონდა, თუმცა წონასწორობა ვეღარ აღადგინა - 6:4.
ცნობისთვის, კარბალეს ბაენა ტურნირზე მეექვსე ნომრად იყო განთესილი. ბასილაშვილის მომდევნო მეტოქის ვინაობა კი უახლოეს საათებში გაირკვევა. ნიკოლოზი დინო პრიზმიჩისა და ელმერ მოლერის წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.