ტურნირის მონაწილეს გაარტყა - თოფურიას ყოფილი მწვრთნელი სკანდალში გაეხვა
ილია თოფურიას ყოფილი მწვრთნელი, ხორხე კლიმენტი ესპანეთში სკანდალში გაეხვა.
ესპანური მედიის ინფორმაციით, ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში გამართულ ჯიუ-ჯიცუს ტურნირზე ხორხე კლიმენტი 20-წლამდე ახალგაზრდას თავს დაესხა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც კლიმენტი ახალგაზრდას ჯერ ეჯახება, შემდეგ კი სახეში ძლიერად ურტყამს.
ინციდენტის გამოწვევის მიზეზი და დეტალები ჯერჯერობით, უცნობია. მედიაში იწერება, რომ დიდი ალბათობით, ბიჭი, რომელსაც კლიმენტმა დაარტყა დიდი ალბათობით არასრულწლოვანი იყო. ამის ეჭვებს ისიც ზრდის, რომ ამ კონკურსანტის ვინაობა და ასაკი ამ დრომდე არ გამჟღავნებულა.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია ალიკანტესი მრავალი წლის განმავლობაში Climent Club-ის წევრი იყო და UFC-ის ჩემპიონობაც სწორედ ძმები კლიმენტების დახმარებით მოიპოვა. რამდნეიმე კვირის წინ, თოფურიამ ალიკანტე დატოვა და საცხოვრებლად მადრიდში გადავიდა, რის გამოც კლიმენტების კლუბიც დატოვებაც მოუწია.