დენა უაითი, ჯონ ჯონსი
Aa
Aa

„მე მჭირდება ადამიანები, რომელთაც შემიძლია დავეყრდნო, ჯონსი ასეთი არ არის“

ჯონ ჯონსი დენა უაითს ბოდიშს უხდის და სურვილს გამოთქვამს, რომ თეთრ სახლში იჩხუბოს.

მომავალი წლისთვის, როცა UFC აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს თეთრ სახლში აღნიშნავს, ნახევრადმძიმე და მძიმე წონის ყოფილი ჩემპიონი ჯონ ჯონსი ამ ისტორიულ ღონისძიებაზე მოხვედრას ცდილობს.

ამისთვის მან UFC-ის პრეზიდენტს დენა უაითს ბოდიში პირადად მოუხადა და ეს ასპინალისთვის საჩემპიონო ბრძოლაზე უარის თქმის გამო გააკეთა.

„პირდაპირი საუბარი არ გვქონია. მან მესიჯი გამომიგზავნა, სადაც ბოდიშს მიხდიდა და მითხრა, რომ სურს თეთრ სახლში ჩხუბი და ამაზე სერიოზულად არის განწყობილი. შეიცვალა რამე? არა. ვაფასებ ამ ჟესტს, მაგრამ მე მჭირდება ადამიანები, რომელთაც შემიძლია დავეყრდნო, ის კი ასეთი არ არის,“

- განაცხადა UFC-ის პრეზიდენტმა.

მანამდე უაითმა აღნიშნა, რომ ჯონსს აღარ ენდობა. ამერიკელმა მებრძოლმა თანხმობა განაცხადა ასპინალთან ბრძოლაზე, თუმცა როცა ლიგამ დაპირისპირება ოფიციალურად დაადასტურა, გადაწყვეტილება შეცვალა, კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა და მძიმე წონის ქამარი დათმო.

UFC-ის ისტორიული ღონისძიება 2026 წლის 4 ივლისს თეთრი სახლის სამხრეთ ნაწილში გაიმართება და მას 5 ათასამდე გულშემატკივარი დაესწრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები