ილია თოფურია, ტერენს კროუფორდი
Aa
Aa

„ვისაც რამე უნდა აქ ვარ“ | თოფურიამ კროუფორდის განცხადებას უპასუხა

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ ტერენს კროუფორდს უპასუხა. დღეს „ბადმა“ განაცხადა, რომ „ელ მატადორი“ ალბათ მთვრალი იყო, როდესაც თქვა, რომ მას პირველ შეხებაზე დაანოკაუტებს და WOW-ს პრესკონფერენციაზე თოფურიას სწორედ ამაზე ჰკითხეს.

„ბოლო დროს, რაც ძალიან მაწუხებს ის არის, რომ ბევრი მოკრივე გამოდის, ჩვენს საქმეში ერევა, გვაკრიტიკებს და ცდილობს, დაგვამციროს. სიმართლე ისაა, რომ MMA-ის ბევრ სპორტსმენს გამოუცდია საკუთარი უნარები კრივში. თუმცა, ბევრი მოკრივე ნამდვილად არ ვიცი, რომლებიც ამდენს ლაპარაკობენ და MMA-ში საკუთარი თავი გამოუცდიათ. ნებისმიერ შემთხვევაში, ვისაც რამე უნდა, აქ ვარ.“

ცნობისთვის, WOW-ს პრესკონფერენციაზე ილიამ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. „ელ მატადორმა“ განაცხადა, რომ UFC-სთან მოლაპარაკებები აქვს, მაგრამ ჯერჯერობით არ იცის, როდის იჩხუბებს და მისი მომდევნო მოწინააღმდეგე ვინ იქნება.

გეტყვით იმასაც, რომ კროუფორდი 14 სექტემბერს ლას-ვეგასში კანელო ალვარესთან საკრივო ორთაბრძოლას გამართავს. „ბადი“ დაუმარცხებელია და 41 ჩხუბიდან 41 გამარჯვება აქვს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ლა ლიგაში თამაშზე ბავშვობიდან ვოცნებობდი“ - მიქაუტაძის პირველი პრესკონფერენცია ვილიარეალში
    „ლა ლიგაში თამაშზე ბავშვობიდან ვოცნებობდი“ - მიქაუტაძის პირველი პრესკონფერენცია ვილიარეალში