კროუფორდისა და თოფურიას ჩხუბი? | როგორია დენა უაითის პოზიცია
დენა უაითი ტერენს კროუფორდისა და კანელო ალვარესის ორთაბრძოლას პრომოუტირებას უწევს. ჩხუბის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე UFC-ის პრეზიდენტს საინტერესო შეკითხვა დაუსვეს და ილია თოფურია ახსენეს.
„დენა, საკრივო ორთაბრძოლების ოფიციალური პრომოუტერი ხარ. UFC-ის მსუბუქ წონით დივიზიონში გვყავს ჩემპიონი ილია თოფურია, რომელიც ამბობს, რომ ტერენს კროუფორდს დაანოკაუტებს. უნდა ველოდოთ თუ არა UFC-ისა და კრივის გადაკვეთას და მაკგრეგორისა და მეივეზერის მსგავსი ჩხუბების ხილვას?“
„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ასე არ მოხდება“, - უპასუხა დენამ ჟურნალისტს.
შეგახსენებთ, რომ კროუფორდი და თოფურია ბოლო პერიოდში ერთმანეთზე აქტიურად საუბრობენ. ილიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ „ბადს“ პირველივე შეხებით დაანოკაუტებს. ამაზე კროუფორდმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ელ მატადორი“ ალბათ მთვრალი იყო, როდესაც ეს განცხადება გააკეთა.