ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე, ბრედლი ბარკოლა, დეზირე დუე
Aa
Aa

დუეს და დემბელეს არყოფნაში გადამწყვეტი უნდა იყოს | France Bleu კვარაზე

ფრანგული France Bleu პსჟ-ს მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით წერს, ლუის ენრიკეს გუნდი კვირას „პარკე დე პრენზე’’ „ლანსს’’ მიიღებს.

„პსჟ დემბელეს და დუეს გარეშეა. ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც სეზონის დასაწყისში საუკეთესო ფორმაში არ იყო, უახლოეს კვირებში გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს. მათ არყოფნაში ბრედლი ბარკოლამ და ხვიჩა კვარაცხელიამ უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ’’.

ხვიჩა კვარაცხელიამ ამ სეზონში პსჟ-ს მაისურით მხოლოდ ორჯერ ითამაშა, ლიგა 1-ში „ნანტთან'' და „ტულუზასთან'' მატჩებში ცვლილებაზე გამოვიდა, მინდორზე საერთო ჯამში მხოლოდ 39 წუთი გაატარა. ამ მატჩებიდან გამომდინარე საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არ იყო, თუმცა ნაკრებში თავი კარგად წარმოაჩინა, რაც გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვეულ ფორმას უბრუნდება.

სანაკრებო პაუზისას ხვიჩა კვარაცხელიამ ორივე მატჩში გაიტანა, ჯერ თურქეთს და შემდეგ ბულგარეთს შეუგდო. სანაკრებო პაუზა ბრედლისთვის წარმატებული იყო, უკრაინასთან საგოლე პასი შეასრულა, ისლანდიას გამარჯვების გოლი გაუტანა. დეშამის ფეხბურთელებმა ორივე მატჩში სამი ქულა აიღეს, გამარჯვებებში ბრედლიმ დიდი წვლილი შეიტანა.

ლიგა 1-ის მე-4 ტურში პსჟ „ლანსს'' მიიღებს. მატჩი 14 სექტემბერს, 19 საათსა და 15 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
10 რამ, რამაც რონალდინიო განსაკუთრებული გახადა
10 რამ, რამაც რონალდინიო განსაკუთრებული გახადა