ილია თოფურია, ხაბიბ ნურმაგომედოვი, უსმან ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„უსმანი ილიაზე ძლიერია“ - ხაბიბ ნურმაგომედოვი ბიძაშვილს აქებს

UFC-ის მსუბუქი წონის ექსჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა განაცხადა, რომ მისი ბიძაშვილი უსმან ნურმაგომედოვი ილია თფოფურიაზე უფრო ძლიერი მებრძოლია.

რა თქვა „არწივმა“:

„ვინ არის უფრო ძლიერი - ილია თუ უსმანი? თუ ეს ჩხუბი არ შედგება, ამას ვერასოდეს გავიგებთ. ყველას თავისი აზრი აქვს. ჩემი აზრით, უსმანი უფრო უნივერსალური მებრძოლია, და ვფიქრობ, ის ილიაზე ძლიერია“.

ცნობისთვის, უსმან ნურმაგომედოვს MMA-ის კარიერაში გამართული 19-ვე ბრძოლა აქვს მოგებული. ამჟამად 27 წლის მებრძოლი PFL-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარს ფლობს. მომდევნო ბრძოლას უსმანი 3 ოქტომბერს ირლანდიელ პოლ ჰიუზთან გამართავს, რომელსაც იანვარში მსაჯთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით მოუგო.

რაც შეეხება თოფურიას, „ელ მატადორის“ მომდევნო ბრძოლისა და მეტოქის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უმჯობესია, დროულად წავიდეს“ - უსმან ნურმაგომედოვი ილიას ემუქრება
„უმჯობესია, დროულად წავიდეს“ - უსმან ნურმაგომედოვი ილიას ემუქრება