ილია თოფურია, უსმან ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„ილია მსუბუქ წონაში პირველი ვერ იქნება“ - უსმან ნურმაგომედოვის ამბიციები

უსმან ნურმაგომედოვი კატეგორიულად არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ისლამ მახაჩევის ნახევრადმსუბუქ წონაში გადასვლის შემდეგ საუკეთესო მსუბუქწონოსანი ილია თოფურიაა.

„ილია თოფურია ვერ იქნება მსუბუქ წონაში ნომერ პირველი. იქ მან სულ ერთი ბრძოლა ჩაატარა. მე მსუბუქ დივიზიონში 20 ბრძოლა მაქვს ჩატარებული. ვამარცხებდი როგორც ყოფილ, ისე მოქმედ ჩემპიონებს. ვფიქრობ, ჩემი კარიერული სია ბევრად უკეთესია, ვიდრე მისი. მას 14 ბრძოლა აქვს? მე კი 14 მხოლოდ ვადამდელი გამარჯვება მაქვს. როცა პოლ ჰიუზთან გამოვალ და გავუმკლავდები, საკუთარ თავს მსუბუქ წონაში მსოფლიოს საუკეთესოდ დავასახელებ".

– განაცხადა ცნობილი საბრძოლო ორგანიზაცია PFL-ის მებრძოლმა MMA Fighting-თან ინტერვიუში.

უსმან ნურმაგომედოვისა და პოლ ჰიუზის სატიტულო მატჩრევანში, 3 ოქტომბერს დუბაიში გაიმართება.

ცნობისთვის, უსმან ნურმაგომედოვი უმარ ნურმაგომედოვის ძმა და ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილია. ის ამჟამად საბრძოლო ორგანიზაცია PFL-ის ჩემპიონია. MMA-ში მისი რეკორდი 19 მოგება და 0 მარცხია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები