ილია თოფურია, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„ცარუკიანი ილიასთვის ყველაზე უხერხული მეტოქეა“ - UFC-ის ყოფილი მსაჯი

UFC-ის ლეგენდარულმა მსაჯმა, ჯონ მაკარტიმ პოდკასტ Weighing In-ში სტუმრობისას ილია თოფურიასა და არმან ცარუკიანის შესაძლო ჩხუბზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სომეხი მებრძოლი ილიასთვის ამ წონაში ყველაზე უხერხული მეტოქე იქნება.

რას ამბობს მაკარტი:

„ვფიქრობ, თოფურიას არმან ცარუკიანის წინააღმდეგ ძალიან გაუჭირდება, არმანი ილიასთვის მსუბუქ წონაში ყველაზე არასასიამოვნო მეტოქეა. UFC-ის წარმომადგენლებს კი თოფურიასა და მახაჩევის ბრძოლის ჩატარება სურთ, თუ ისლამი ჩემპიონი გახდება. ილიასა და ისლამს შორის ჩხუბი კონორისა და ხაბიბის ბრძოლის მსგავსი აჟიოტაჟის დონეს უახლოვდება, ცარუკიანი კი ერთადერთია, ვისაც ამ გეგმის ჩაშლა შეუძლია.“

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ბოლოს მიმდინარე წლის ივლისში, UFC 317-ზე იჩხუბა და მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში, ნოკაუტით დაამარცხა. MMA-ში მისი რეკორდი 17 მოგება და 0 მარცხია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები