ალონსო: “ჰაუსენის გაძევება? ეს ჩემთვის ყვითელი ბარათი იყო“
ლა ლიგის მორიგ ტურში მადრიდის რეალი სოსიედადს ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, ბლანკოსის მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ კომენტარი გააკეთა.
ალონსო:
„ჰაუსენის გაძევება? ეს ჩემთვის ყვითელი ბარათი იყო. მილიტაო ახლოს იყო და აუცილებლად დაეწეოდა. ამ გაძევებამ თამაშის კონტექსტი შეცვალა და 60 წუთის განმავლობაში 10 ფეხბურთელით ვთამაშობდით. გვქონდა შანსები და მეორე გოლი გავიტანეთ, რითიც უპირატესობა მოვიპოვეთ. ანოეტაზე გამარჯვება ყოველთვის რთულია. დღეს ეს კიდევ უფრო რთული იყო.
მეორე ტაიმის გარკვეულ მომენტში ძალიან ჩამოვრჩით, მაგრამ რეაბილიტაცია მოვახერხეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. დღევანდელ გამარჯვებაში წვლილი ყველამ შეიტანა. თავი მნიშვნელოვნად აბსოლუტურად ყველამ უნდა იგრძნოს. თამაშის შემდეგ, მანსანომ გაძევების საკუთარი ინტერპრეტაცია მომცა.
ოთხიდან ოთხი მატჩი მოვიგეთ, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია დარჩენილი. განვითარება უნდა გავაგრძელოთ. შედეგები კარგია, მაგრამ იმ მატჩის შეფასება, სადაც ერთი ფეხბურთელით ნაკლები ვიყავით, რთულია.“
შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალს 32-ე წუთზე ჰაუსენი გაუძევეს. იმ დროს რეალი მბაპეს გოლით 1:0-ს იგებდა. 44-ე წუთზე გიულერმა სხვაობა ორამდე გაზარდა. მეორე ტაიმში ოიარსაბალმა პენალტი გაიტანა და მატჩის საბოლოო შედეგი 2:1 დააფიქსირა. შემდეგ ტურში სამეფო კლუბი ესპანიოლს უმასპინძლებს. იქამდე კი ჩემპიონთა ლიგის ფაზაზე საკუთარ კედლებში მარსელს შეხვდება.