ლიონელ მესი, მარტინ ბრეითვეიტი
Aa
Aa

„ყველაფერი უცებ ერთ დღეში მოხდა, მესი ამას არ იმსახურებდა...“

მარტინ ბრეითუეიტი ლეო მესის „ბარსელონადან“ წასვლაზე საუბრობს. დანიელმა ფორვარდმა „ლა პულგასთან” ერთად 2020-21 წლებში ითამაშა.

– როგორია, როცა მესისთან ერთად ხარ გასახდელში?

„ეს საოცარი გამოცდილება იყო. ლეო ძალიან კარგი ადამიანია, მუდამ გვეხმარებოდა, მასთან კომფორტულად გრძნობდი თავს. მშვიდი და უდიდესი კლასის მოთამაშე იყო – ამაზე ზედმეტიც არაფერია სათქმელი".

– შენ „მესის ეპოქის“ დასრულებას „ბარსელონაში“ შიგნიდან შეესწარი. რა შეგრძნება იყო ეს თქვენთვის, მოთამაშეებისთვის?

„ეს უცნაური განცდა იყო, რადგან ყველაფერი ერთ დღეში მოხდა. ყველანი ველოდით, რომ კონტრაქტს გააგრძელებდა, ყველაფერი მზად იყო ხელშეკრულების გასახანგრძლივებლად, მაგრამ უცებ ერთ დღეს კლუბი დატოვა.

ის ნამდვილად არ იმსახურებდა ასეთ წასვლას. ვიმედოვნებ, რომ ერთხელ კიდევ დაბრუნდება და ბოლო მატჩს „ბარსელონას“ მაისურით ჩაატარებს, რადგან ამას ნამდვილად იმსახურებს. ასე წასვლა მისთვის უსამართლო იყო,“

– აღნიშნა „გრემიოს“ თავდამსხმელმა.

შეგახსენებთ, რომ მესის „ბარსელონას” დატოვება ლა ლიგის ახალი რეგულაციების გამო მოუხდა, რომელმაც უკვე წელს ხელი საბა საზონოვის „ხეტაფეში” ტრანსფერსაც შეუშალა. ამ ყველაფრის შემოქმედი ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები