„ილიასთან რემატჩი სამართლიანი იქნება“ - ვოლკანოვსკი ჰოლოუეის მომდევნო ჩხუბზე
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა და ილია თოფურიას ყოფილმა მეტოქემ, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ მაქს ჰოლოუეისა და ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა. ავსტრალიელმა მებრძოლმა განაცხადა, რომ „დალოცვილი“ ილიასთან რემატჩს იმსახურებს.
რას ამბობს ვოლკანოვსკი:
„ვიცი, რომ მაქსმა თოფურიას წინააღმდეგ ახლახან იბრძოლა. მაგრამ ახლა ორივე მებრძოლი მსუბუქ წონაშია და ორივე მათგანს მწვერვალზე ყოფნა უნდა. იმაზე უნდა ვიფიქროთ, ვინ დაამარცხა მაქსმა ბოლოს მსუბუქ წონაში. მან ჯერ ჯასტინ გეიჯის მოუგო, რომელიც სატიტულო ჩხუბის პირველ კანდიდატად მოიაზრებოდა, შემდეგ კი დასტინ პორიე. ასე რომ, მან ამ წონაში ფაქტობრივად, ორი საუკეთესო ბიჭი დაამარცხა, მთავარი ფიგურები, რომლებიც საჩემპიონო ბრძოლის მოსაპოვებლად უნდა დაამარცხო. ამიტომ, რატომ არ უნდა იყოს მაქსი ილიას შემდეგი მეტოქე? დიდი შანსია, რომ მომდევნო ბრძოლა ტიტულისთვის ჰქონდეს, ეს სამართლიანი იქნება“.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ მსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარი რამდენიმე კვირის წინ, ჩარლზ ოლივეირასთან გამარჯვების შემდეგ მოიპოვა, მაქს ჰოლოუეიმ კი გასულ უქმეებზე BMF-ის ქამარი დასტინ პორიესთან დაიცვა. „დალოცვილი“ და „მატადორი“ ერთმანეთს გასული წლის ოქტომბერში შეხვდნენ და იმ ბრძოლაში, თოფურიამ მესამე რაუნდში ნოკაუტით გაიმარჯვა, რითაც ქვემსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარი დაიცვა.