მაქს ჰოლოუეი
Aa
Aa

„ისლამი ვოლკანოვსკის ქამრით არასოდეს მინახავს“ - ჰოლოუეიმ თოფურიას მიმართა

ილია თოფურიას სავარაუდო მეტოქეებად აქამდე ჯასტინ გეიჯისა და არმან ცარუკიანს ასახელებდნენ, თუმცა დღეს, UFC 318-ის დასრულების შემდეგ, რომლის მთავარ ორთაბრძოლაშიც მაქს ჰოლუეიმ დასტინ პორიე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა, ყველაფერი შეიცვალა. UFC-ის აღმასრულებელი დირექტორი დენა უაითი სერიოზულად ფიქრობს იმაზე, რომ ჰოლოუეის „ელ მატადორთან“ რემატჩის შესაძლებლობა მისცეს.

ამ ყველაფერს კი თან დაერთო თოფურიას სტატუსი სოციალურ ქსელში, სადაც BMF-ის ქამრის ფოტო გამოაქვეყნა და მიაწერა, რომ ქამარი ნამდვილ მფლობელთან არის. ამ ყველაფერთან დაკავშირებით ბუნებრივია ჰოლოუეის პრესკონფერენციაზე ჰკითხეს და მისგან ასეთი პასუხი მიიღეს:

„ისლამ მახაჩევმა ალექსანდრ ვოლკანოვსკი ორჯერ დაამარცხა, მაგრამ როდესმე გინახავთ ისლამი ავსტრალიელის საჩემპიონო ქამრით დადიოდეს? იცით, რატომ? იმ ბრძოლებში ვოლკანოვსკის ქამარი სასწორზე არ იდო, ისევე როგორც BMF-ის ქამარი არ იდო ჩემი და თოფურიას შეხვედრისას. 

ილია, რატომ ხარჯავ ფულს ყალბი ქამრის შეძენაში? მესმის, რომ მდიდარი ხარ და მატერიალურად არ გიჭირს, მაგრამ მერწმუნე, ეს ფულის ფლანგვაა და მეტი არაფერი“.

ცნობისათვის, ილია თოფურიამ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ტიტული ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხებით მოიპოვა და შემდეგ მაქს ჰოლოუეის ძლევით დაიცვა - ორივე მათგანი ილიამ ნოკაუტში გაგზავნა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ილიას დამარცხება შემიძლია | ზელჰუბერმა თოფურიაზე ვრცლად ისაუბრა
ილიას დამარცხება შემიძლია | ზელჰუბერმა თოფურიაზე ვრცლად ისაუბრა