პორიე დაამარცხა და BMF-ის ქამარი დაიცვა | ჰოლოუეის გამარჯვება
UFC 318-ზე მაქს ჰოლოუეიმ დასტინ პორიე მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და BMF-ის ქამარი წარმატებით დაიცვა.
დასტიენ პორიემ MMA-ში ბოლო ჩხუბი გამართა, დღევანდელი ჩხუბის შემდეგ შერეულ ორთაბრძოლებში კარიერას დაასრულებს. დასტინის ანგარიშზე ამ ბრძოლამდე 30 მოგება და 9 მარცხი იყო, კარიერა 10 მარცხით დაასრულა. „ბრილიანტმა“, მაქს ჰოლოუეისთან ბრძოლამდე, ბოლოს 2024 წლის 1 ივნისს იჩხუბა, როდესაც მახრჩოლება ილეთით ისლამ მახაჩევთან დამარცხდა.
Laying the gloves down ????
— UFC (@ufc) July 20, 2025
[ #UFC318 | @DustinPoirier ] pic.twitter.com/mscA3UwgQk
რაც შეეხება ჰოლოუეის, პორიესთან ბრძოლამდე 26 მოგება და 8 მარცხი ჰქონდა, მისი ბოლო ბრძოლა გასული წლის ოქტომბრით თარიღდებოდა, როდესაც „დალოცვილი'' მე-3 რაუნდში ილია თოფურიამ დაანოკაუტა.