ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი, დასტინ პორიე
Aa
Aa

ჰოლოუეი: იგივე ადამიანი ვარ, ილიასთან მარცხი ჩემზე გავლენას ვერ მოახდენს

მაქს ჰოლოუეი არ ფიქრობს, რომ UFC-ში მის ბოლო ბრძოლაში მომხდარი (ილიასთან გათიშვა), დასტინ პორიესთან ხვალ გასამართ დაპირისპირებაზე არანაირ გავლენას არ მოახდენს.

ბრძოლის კვირის ინტერვიუში (დენიელ კორმიესთან), ჰოლოუეიმ 2025 წლის თავის პირველ ბრძოლაზე ისაუბრა.

„თოფურიამ ისეთი დარტყმა მომაყენა, რის შემდეგაც სხეულმა მითხრა - „აბა, დროა დაბლა დავეშვათ“.

მაგრამ მე აქ ვარ, ვვარჯიშობ, ვიბრძვი, მას აქვს ის, რაც მინდა: ორი დივიზიონის ჩემპიონის სტატუსი. მეც მინდა ელიტაში მოხვედრა.

გამიჭირდება, თუ არა ილიასთან ნოკაუტის შემდეგ ოქტაგონში შესვლა? სულაც არა. ყველა ლაპარაკობს - მედიაც, ხალხიც...  „საინტერესოა, როგორ იმოქმედებს ეს მარცხი მასზე? ის ამიერიდან დარტყმებს აღარ მიიღებს?“

მაგრამ არა, ძმაო, ასე არ არის - მე, ისევ იგივე ადამიანი ვარ.“

- განაცხადა ჰოლოუეიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვალ დილით UFC 318-ზე მაქს ჰოლოუეისთან ბრძოლის შემდეგ, დასტინ პორიე კარიერის დასრულებას გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები