წონა ჩაბარებულია | პორიე ჰოლოუეიზე ერთი ფუნტით მძიმეა
UFC 318-ის მონაწილეებმა, მათ შორის BMF-ის ქამრის მფლობელმა, მაქს ჰოლოუეიმ და მისმა მოწინააღმდეგემ, დასტინ პორიემ წონა ჩააბარეს.
ჰოლოუეის წონა 155 ფუნტია, პორიეს შემთხვევაში კი სასწორმა 156 ფუნტი აჩვენა. წონა ჩააბარეს თანამთავარი მოვლენის მონაწილეებმაც - პაულო კოსტამ (185) და რომან კოპილოვმა (185).
როგორც ცნობილია, აღნიშნული ჩხუბის შემდეგ შერეულ ორთაბრძოლებში კარიერას დაასრულებს დასტინ პორიე, რომლის ანგარიშზეც ახლა 30 მოგება და 9 მარცხია. ბოლოს „ბრილიანტმა“ 2024 წლის 1 ივნისს იჩხუბა, როდესაც მახრჩოლება ილეთით ისლამ მახაჩევთან დამარცხდა.
რაც შეეხება ჰოლოუეის, მას 26 მოგება და 8 მარცხი აქვს და მისი ბოლო ბრძოლა გასული წლის ოქტომბრით თარიღდება, როდესაც დალოცვილი მე-3 რაუნდში ილია თოფურიამ დაანოკაუტა.
აქვე გეტყვით, რომ ჰოლოუეი-პორიეს ჩხუბი 20 ივლისს, თბილისის დროით 08:00 საათიდან დაიწყება.