ნოვაკ ჯოკოვიჩი
Aa
Aa

სტუდენტებს დაუჭირა მხარი | ნოვაკი სერბეთიდან საბერძნეთში გადავიდა საცხოვრებლად

ნოვაკ ჯოკოვიჩმა სერბეთი დატოვა და საბერძნეთში გადავიდა საცხოვრებლად. დიდი სლემის ტურნირების 24 გზის გამარჯვებულმა შვილები ადგილობრივ სკოლაში შეიყვანა და ათენის ერთ-ერთ გარეუბანში საცხოვრებელი სახლიც იყიდა.

„ნოლე“ თვეებია, მთავრობის მხარდამჭერი მედიის კრიტიკის ობიექტია. ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც ჯოკოვიჩმა ქვეყნის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის წინააღმდეგ, სტუდენტების მიერ დაწყებულ აქციებს მხარი დაუჭირა. პროტესტი გასულ დეკემბერში დაიწყო. ნოვი სადში რკინიგზის სადგურის სახურავი ჩამოინგრა და 16 ადამიანი დაიღუპა, რაც აქციის მონაწილეებმა ქვეყანაში არსებულ კორუფციას დააბრალეს და პოლიტიკური რეჟიმის შეცვლა მოითხოვეს.

დემონსტრაციების დაწყების შემდეგ ჯოკოვიჩმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა: „როგორც ადამიანს, რომელსაც სჯერა ახალგაზრდული ძალისა და მათი სურვილის, რომ უკეთესი მომავალი ჰქონდეთ, მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, მათი ხმა ყველამ გაიგოს. სერბეთს უდიდესი პოტენციალი აქვს და ახალგაზრდა თაობისთვის განათლების მიცემა ქვეყნის ერთ-ერთი სიძლიერეა. რაც გვჭირდება, ურთიერთგაგება და პატივისცემაა. თქვენთან ვარ, თქვენი ნოვაკი.“

მოგვიანებით, ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობაზე მოპოვებული ერთ-ერთი გამარჯვება აქციებისას დაშავებულ სტუდენტს მიუძვნა და საკალათბურთო მატჩს დაესწრო მაისურით, რომელსაც ასეთი წარწერა ჰქონდა: „სტუნდენტები ჩემპიონები არიან.“ ჯოკოვიჩმა აქციების ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გააზიარა წარწერით: „ისტორია, საოცრებაა.“ ამის შემდეგ მთავრობასთან დაახლოებულმა ტაბლოიდებმა მას ცრუ პატრიოტი უწოდეს.

Tennis24-ის მიხედვით, ჯოკოვიჩმა 11 წლის სტეფანი და 8 წლის ტარა ათენში მდებარე ბრიტანულ სკოლაში შეიყვანა. არის ვარაუდი, რომ უახლოეს პერიოდში ის ბერძნულ ოქროს ვიზას მოითხოვს, რომელიც საბერძნეთში ცხოვრების საშუალებას იძლევა ინვესტიციების სანაცვლოდ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ალბათ მთვრალი იყო“ - კროუფორდმა თოფურიას უპასუხა
„ალბათ მთვრალი იყო“ - კროუფორდმა თოფურიას უპასუხა