ნოვაკ ჯოკოვიჩი
Aa
Aa

ცინცინატის მასტერსი - ჯოკოვიჩი პირველივე წრეში დამარცხდა

უიმბლდონის ნახევარფინალის შემდეგ, ნოვაკ ჯოკოვიჩი კორტზე პირველად გამოჩნდა. გულშემატკივრებმა ლეგენდარული სერბი ცინცინატის მასტერსზე იხილეს, თუმცა ეს ხანმოკლე აღმოჩნდა.

ჯოკოვიჩი პირველ წრეში ATP რეიტინგის 50-ე ნომერს, არგენტინელ ტიაგო აგუსტინ ტირანტეს დაუპირისპირდა და მოულოდნელად, სამ სეტში 6:2 4:6 4:6 დამარცხდა.

სერბი ჩოგბურთელი პირველ სეტში დამაჯერებელი იყო და 2-ბრეიკიანი უპირატესობით გაიმარჯვა.

მეორე სეტში არგენტინელი გააქტიურდა. მესამე გეიმში, ნოვაკის ჩაწოდებაზე მას 4 ბრეიკ პოინტი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. მე-7 გეიმში კი გადამწყვეტი ბრეიკი შეასრულა, წინ გავიდა და საბოლოოდ სეტებს შორის ანგარიში გაათანაბრა.

დისაიდერში თანაბარი დაპირისპირება ვიხილეთ და მე-9 გეიმამდე ყველაფერი თანაბარი იყო. ტირანტეს ნოლეს ჩაწოდებაზე კვლავ 4 ბრეიკ პოინტი ჰქონდა და ამჯერად მე-4 გამოიყენა, რითიც წინ გავიდა და მატჩზე უშეცდომოდ ჩააწოდა.

შეგახსენებთ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩ ამ მომენტისთვის 3770 ქულით ATP რეიტინგში მე-5 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები