სინერიც ვერ ითამაშებს - ცინცინატი ვარსკვლავების გარეშე
ცინცინატის პრესტიჟულ საჩოგბურთო ტურნირზე შარშანდელი გათამაშების ვერც ერთი ფინალისტი ვერ ითამაშებს. რამდენიმე დღის წინ, შეჯიბრების ჯერ კიდევ მოქმედმა ჩემპიონმა კარლოს ალკარასმა განაცხადა, რომ ტრავმის რეციდივის თავიდან ასარიდებლად და ამერიკის ღია პირველობისთვის ჯეროვნად მოსამზადებლად, გადაწყვიტა ცინცინატზე ასპარეზობისგან თავი შეეკავებინა. დღეს კი, ანალოგიური სახის გადაწყვეტილება მისმა მთავარმა მეტოქემ, იანიკ სინერმა მიიღო, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:
„სამედიცინო შტაბის წევრებთან გასაუბრების შემდეგ, იძულებული გავხდი ცინცინატზე ასპარეზობაზე უარი მეთქვა. მარჯვენა მუხლი ძალიან მაწუხებს და მიუხედავად ინტენსიური სარეაბილიტაციო კურსის გავლისა, უნდა ვაღიარო, რომ ჯერჯერობით სათამაშოდ და სრულფასოვანი დატვირთვისთვის მზად არ ვარ. ახლა მთლიან კონცენტრაციას 2026 წლის ბოლო დიდი მუზარადის ტურნირზე მოვახდენ და იმედი მაქვს, ამერიკის ღია პირველობაზე გულშემატკივრებს გავახარებ“.
ცნობისათის, ცინცინატის ტურნირი სტარტს 11 აგვისტოს აიღებს და 26 აგვისტომდე გაგრძელდება. შეჯიბრების რეკორდსმენი მოგებული ტიტულების რაოდენობით ვაჟებში როჯერ ფედერერი (7), ხოლო ქალთა შორის რუთ სანდერს კორდესი და კლარა ლუისი არიან, რომელთაც სამ-სამი გამარჯვება აქვთ მოპოვებული.