ეკო გორგოძე
Aa
Aa

ლენდსვილის ტურნირი - ეკო გორგოძე ნახევარფინალში გავიდა

ეკო გორგოძე, ITF-ის ეგიდით ამერიკის ქალაქ ლენდსვილში გამართული 100-იანი ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.

მეოთხედფინალში, ქართველი ჩოგბურთელი ადგილობრივ ქეროლაინ დოლეჰაიდს დაუპირისპირდა და ორ სეტში 6:4 7:6 დაამარცხა.

მატჩი ერთი საათი და 17 წუთი გრძელდებოდა და მთლიანად გორგოძის უპირატესობით წარიმართა.

ცნობისთვის, ეკო ლენდსვილის ტურნირის ნახევარფინალში ბელგიელ ვანდევინკელსა და ამერიკელ ბრანტმეირს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის, ქართველი ჩოგბურთელი WTA-ს ცოცხალ რეიტინგში 454 ქულით 171-ე ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები