ნოვაკ ჯოკოვიჩი
Aa
Aa

„ჯოკოვიჩის იდეა არ მომწონს“ - კლაისტერსი ცვლილებებს ეწინააღმდეგება

ნოვაკ ჯოკოვიჩი საინტერესო იდეების წამოჭრით მუდამ გამოირჩეოდა და ამ მხრივ არც ბოლო პერიოდში შეცვლილა. რამდენიმე დღის წინ, ლეგენდარული სერბი ჩოგბურთელი გამოვიდა ინიციატივით, რომ სპორტის ამ სახეობის წესებში ცვლილებები შევიდეს - კერძოდ სეტი არა ექვსი, არამედ ოთხი გეიმის მოგებამდე გრძელდებოდეს და ამით ერთი მატჩის დროს ორ საათამდე შემცირდება. ნოლეს ამ იდეას ბევრ მომხრესთან ერთად ბევრი მოწინააღმდეგეც გამოუჩნდა, რომელთა შორისაც ლეგენდარული ბელგიელი ჩოგბურთელი კიმ კლაისტერსიც გახლდათ და მან ასეთი კომენტარი გააკეთა:

„კორტზე 5-საათიანი დაძაბული საჩოგბურთო მატჩის ყურებაზე სასიამოვნო არაფერია. ისეთი დიდი შეხვედრები, როგორებიც ჯოკოვიჩი-სინერი, ჯოკოვიჩი-ნადალი და ნადალი-ფედერერი იყო, ყოველდღე არ იმართება და სწორედ ასეთი დუელები ალამაზებს ისტორიას, რის გამოც წესებში ცვლილებების შეტანის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ.

ერთი მხრივ ჯოკოვიჩისაც კარგად მესმის, რომელიც აცხადებს, რომ სათამაშო დროის შემცირება ჩოგბურთს უფრო მეტ ტელეაუდიტორიას მისცემს და ახალი წესები იმ ადამიანებისთვისაც მომგებიანი იქნება, რომლებიც სპორტის ამ სახეობაში ფულს დებენ. თუმცა, მიუხედავად ამისა, საერთო ჯამში ეს იდეა სისულელედ მეჩვენება. ჩოგბურთი ტრადიციული სპორტია, ტრადიციებს კი შენარჩუნება სჭირდება“.

შეგახსენებთ, რომ კიმ კლაისტერსს კარიერის განმავლობაში სამჯერ ამერიკის ღია პირველობა (2005, 2009, 2010), ერთხელ კი ავსტრალიის ღია პირველობა (2011) აქვს მოგებული. 2001 და 2003 წლებში როლან გაროსის ფინალში დამარცხდა, უიმბლდონზე კი მისი საუკეთესო შედეგი ნახევარფინალი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პროგრესი თამაშის გარეშე - ალკარასი პოზიციებს იბრუნებს
პროგრესი თამაშის გარეშე - ალკარასი პოზიციებს იბრუნებს