ნიკოლოზ ბასილაშვილი, მარიამ ბოლქვაძე, ეკო გორგოძე
Aa
Aa

US Open-ის კვალიფიკაცია | ქართველი ჩოგბურთელების მეტოქეები ცნობილია

US Open-ის საკვალიფიკაციო ეტაპი იწყება. ქართველი ჩოგბურთელები, მარიამ ბოლქვაძე, ეკო გორგოძე და ნიკოლოზ ბასილაშვილი დიდი სლემის ტურნირის ძირითად ბადეში მოსახვედრად იბრძვიან და პირველ წრეში მათი მეტოქეების ვინაობა ცნობილი გახდა.

ბოლქვაძე მსოფლიოს 214-ე ჩოგანს, რუსეთის სახელით მოასპარეზე ერიკა ანდრეევას დაუპირისპირდება. მათი შეხვედრა 24 აგვისტოს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება და გამარჯვების შემთხვევაში, ბოლქვაძე რებეკა სრამკოვასა და ალევტინა იბრაგიმოვას წყვილში მოგებულს შეხვდება.

გორგოძის პირველი მეტოქე კატაჟინა კავაა. 33 წლის პოლონელი მსოფლიოს 133-ე ჩოგანია და საკვალიფიკაციო ეტაპზე მე-20 ნომრად არის განთესილი. გორგოძისა და კავას დაპირისპირება 25 აგვისტოს, 01:00 საათიდან უნდა დაიწყოს. ამ წყვილის გამარჯვებული ლაურა პიგოსისა და დესპინა პაპამიხაილის შეხვედრაში მოგებულს დაუპირისპირდება.

რაც შეეხება ბასილაშვილს, ნიკოლოზი განთესილთა შორისაა და მე-19 ნომერია. მისი პირველი მეტოქე სამხრეთკორეელი ჩოგბურთელი, ჰონ სეონჩანი გახლავთ. ბასილაშვილი ფავორიტია და გამარჯვების შემთხვევაში, ტრისტან შულკეიტისა და ჯეკ სეკორდის წყვილის გამარჯვებულზე გადის. ბასილაშვილისა და სეონჩანის შეხვედრა 25 აგვისტოს, 19:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაკლებად დამაბნეველი და მარტივად პროგნოზირებადი იყო“ - ფრანგული მედიის შეფასება
„ნაკლებად დამაბნეველი და მარტივად პროგნოზირებადი იყო“ - ფრანგული მედიის შეფასება